ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
განათლების მეცნიერებები
პროგრამის ავტორები
ივანე მინდაძე, ასოცირებული პროფესორი
ქეთევან ჭკუასელი, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
განათლების მეცნიერებების მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული
პროგრამის მიზანი კონცეპტუალურად ეფუძნება უნივერსიტეტის მისიასა და ხედვას, კერძოდ, განათლების სპეციალისტის მომზადებას, რომელსაც ექნება ღრმა ფუნდამენტური ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები დარგში, გაცნობიერებული ექნება საკუთარი როლი ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვისა და ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს განათლების სპეციალისტი, რომელსაც ექნება ზოგადპედაგოგიკური და სწავლება-სწავლის პროცესთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური დისციპლინების სიღრმისეული თეორიული ცოდნა და დაუფლებული იქნება განათლების მეცნიერებების დარგისათვის შესაბამის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. კერძოდ, სტუდენტს აქვს პედაგოგიურ/ფსიქოლოგიურ დისციპლინების, განათლებაში კვლევის მეთოდების, განათლების სისტემის საკვანძო ორიენტირების - განათლების პოლიტიკა, განათლების მართვა, განათლების შეფასება და ხარისხის განვითარება.
- ნებისმიერი დარგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა - A ტიპის ტესტი;
- წერითი გამოცდა პედაგოგიკაში;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება საუნივერსიტეტო გამოცდით ან საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატით.
ცოდნა და გაცნობიერება
სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს აქვს სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა შემდეგ საკითხებზე:
- პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიური დისციპლინები;
- კვლევის მეთოდები განათლებაში;
- განათლების სისტემის ძირითადი ორიენტირები - განათლების პოლიტიკა, განათლების მართვა, განათლების შეფასება და ხარისხის განვითარება;
- ინტერკულტურული და ინკლუზიური განათლების პროცესები.
უნარები
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში მიზანმიმართულად გამოყენება, კერძოდ:
- ქვეყნის განათლების სისტემის მიმართების განსაზღვრა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან და კონკრეტული ღონისძიებების დანერგვა საერთაშორისო სივრცესთან დაახლოების მიზნით;
- განათლების მეცნიერებების დარგში მიმდინარე უახლესი სამეცნიერო მიღწევების ღრმა ანალიზი და სასწავლო პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოგვარების მიზნით ინტერვენციის მეთოდოლოგიის შემუშავება და განხორციელება.
- განათლების სფეროში მეცნიერული კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
- ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის განათლების ხარისხის განსაზღვრა და შეფასება;
- სწავლა/სწავლების პროცესის ორგანიზაციის ფორმების, პრინციპებისა დ მეთოდების განსაზღვრა და გამოყენება კონკრეტული საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით;
- ინტერკულტურული და ინკლუზიური განათლების ორგანიზება;
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია :
- პრობლემის დამოუკიდებლად იდენტიფიცირების, დასმისა და გადაწყვეტის უნარი;
- სწავლის პროცესი დამოუკიდებლად წარმართვის, სწავლისა და ცოდნის მუდმივი განახლების უნარი;
- პროფესიულ საქმიანობის პროცესში რეფლექსიის უნარი;
- პროფესიულ საქმიანობის პროცესში ეთიკური ნორმების დაცვის უნარი;
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
- საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი;
- ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
- გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი;
- მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი;
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ადმინისტრაციული რგოლი;
- უმაღლესი სკოლის ადმინისტრაციული რგოლი;
- განათლების საკითხებით დაკავებული არასამთავრობო სექტორი.